შავ ზღვაში რთული ეკოლოგიორი ვითარებაა შექმნილი. მწვავედ დგას შავი ზღვის წყლის გაჭუჭყიანების საკითხი. მასში ხდება მრეწველობის, სოფლის მეურნეობის,კომუნალური და საკურორტო ობიექტების, ტრანსპორტისა და სხვა დარგების ნარჩენების ჩაშვება. გაიზარდა ზღვის გაჭუჭყიანება ნავთობპროდუქტებით,შხამქიმიკატებით და მაღალტოქსიკური ნაერთებით,ჩამდინარე წყლებით.ხდება სანაპირო ზოლის გაჭუჭყიანება საყოფაცხოვრებო ნარჩენებით.
ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება სანაპირო პლაჟების დაცვას, რადგან კაშხალებისა და ელექტროსადგურების მშენებლობის გამო შემცირდა მდინარეების მიერ ჩამოტანილი პლაჟწარმომქმნელი მყარი მასალის რაოდენობა. ინტენსიურად ხდება პლაჟების გადარეცხვა და დაშლა.
ხდება ბიორესურსების უკონტროლოდ და დაუშვებელი რაოდენობით რეწვა. შავი ზღვის ნაპირდაცვითი და ეკოლოგიური პრობლემები სალ უფრო აქტუალური და გლობალური ხდება.
No comments:
Post a Comment